მისი თქმით, 900 მოკლული ადამიანიდან 350-ზე მეტი ბუჩადან არის.
„დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეთა რაოდენობამ 900-ს მიაღწია. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია მოქალაქეებზე, რომელთა ცხედრები ვიპოვეთ და ჩავაბარეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას დეტალური გამოკვლევისთვის. ყველა ეს ადამიანი რუსული არმიის ხელით მოკვდა. ყველაზე მეტი მსხვერპლი ბუჩაშია, სადაც 350-ზე მეტი ცხედარი ვიპოვეთ. გაცილებით ნაკლები მსხვერპლია ვიშგოროდის და ბროვარის რაიონებში“, – განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა.
ანდრეი ნებიტოვის თქმით, ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს მაკარივსა და ბოროდიანკაში. პოლიცია დარწმუნებულია, რომ ნანგრევების ქვეშ დაღუპულთა ცხედრები იქნება.