weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებებისას 150-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა

10:48 შაბათი, 16 აპრილი 2022
ფოტო REUTERS/Ammar Awad ფოტო REUTERS/Ammar Awad

ისრაელის ქალაქ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებების შედეგად 150-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ დაზიანებები ძირითადად რეზინის ტყვიებით, პოლიციის ხელკეტებით ცემითა და შოკური ხელყუმბარების მოქმედებით აქვთ მიყენებული.

შემთხვევა 15 აპრილს, პარასკევს მოხდა, როდესაც მუსლიმები მეჩეთში პარასკევის ლოცვისთვის იკრიბებიან ხოლმე. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საპოლიციო ძალები მეჩეთში გამთენიისას შევიდნენ, რათა ამოეღოთ კლდის ნატეხები და ქვები, რაც, მისი თქმით, ძალადობისთვის იყო შეგროვებული. 

პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ პალესტინელ დამცველს რეზინის ტყვია თვალში ესროლეს, ისრაელის პოლიციამ კი განაცხადა, რომ „მასიური ქვების სროლის“ შედეგად სამი ოფიცერი დაიჭრა. 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, პარასკევ დილით მეჩეთში, პალესტინისა და ჰამასის დროშებით, ათობით ნიღბიანი მამაკაცი შევიდა. უწყების ცნობით, ამ დროს შეაგროვეს ქვები და კლდის ნატეხებიც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პოლიცია იძლებული გახდა, შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ხალხი დაეშალა და ქვები ამოეღო. 

პოლიციაში განაცხადეს, რომ ლოცვის დასრულებას და ხალხის დაშლას ელოდნენ, თუმცა ბრბომ ებრაული წმინდა ადგილის – გოდების კედლის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყო, რამაც პოლიციას მოქმედება აიძულა. 

პალესტინელები ალ-აქსასთან დიდი რაოდენობით პოლიციის ნებისმიერ მობილიზებას პროვოკაციად მიიჩნევენ. Al Jazeera-ს ინფორმაციით, პალესტინის ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მომხდარი „საშიში მოვლენად“ და „ომის გამოცხადებად“ შეაფასა. მისი თქმით, პალესტინელი ხალხი არ დაუშვებს, რომ „ისრაელის საოკუპაციო ძალებმა“ წმინდა ადგილი ხელში ჩაიგდონ და საერთაშორისო საზოგადოებას „ისრაელის აგრესიის დასრულებისკენ“ მოუწოდა. 

ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებები რამადანს, მუსლიმების წმინდა თვეს დაემთხვა. ამასთან, პარასკევს, მზის ჩასვლის შემდეგ, ებრაელებმა თავიანთი ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულის, ფესახის აღნიშვნა დაიწყეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]