weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარი გადასცა

11:36 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარზე მუშაობა დაასრულა. შევსებული დოკუმენტი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის ელჩს, მატი მაასიკასს 18 აპრილს გადასცა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან ტრაგიკულ დროს მიმდინარეობს, როდესაც ევროპული ღირებულებების მატარებელი ბევრი უკრაინელი სიცოცხლეს კარგავს.

„გვჯერა, რომ მხარდაჭერას მოვიპოვებთ და წევრობის კანდიდატები გავხდებით. ამის შემდეგ იწყება საბოლოო ეტაპი. ძალიან გვწამს, რომ ეს პროცედურა უახლოეს კვირებში შედგება და დადებითად დასრულდება ჩვენი ხალხისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასს იხდის ის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენელმა მატი მაასიკასმა თქვა, რომ ევროკავშირი კითხვარს ძალიან მალე განიხილავს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესავსები კითხვარი ზელენსკის 8 აპრილს, კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადასცა.

ანალოგიური კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 11 აპრილს, ლუქსემბურგში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისგან, ოლივერ ვარჰეისგან მიიღო. პასუხების საფუძველზე ევროკომისიამ უნდა მოამზადოს საკუთარი შეფასების ანგარიში ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]