weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ და დასავლეთი ყველაფერს აკეთებენ, რომ სპეცოპერაცია მაქსიმალურად გააჭიანურონ – შოიგუ

16:04 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაცია გააჭიანურონ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შოიგუმ დღეს, თავდაცვის სამინისტროს საბჭოზე განაცხადა.

„შეერთებული შტატები და მის მიერ კონტროლირებადი დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სპეცოპერაცია მაქსიმალურად გააჭიანურონ.

უცხოური იარაღის გაზრდილი მოცულობებით მიწოდება ნათლად აჩვენებს მათ განზრახვას – კიევის რეჟიმს პროვოცირება გაუკეთონ, რომ „ბოლო უკრაინელამდე“ იბრძოლოს“, – განაცხადა შოიგუმ.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახულ ამოცანებს ასრულებენ და „თანმიმდევრულად ახორციელებენ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გათავისუფლების გეგმას“.

შოიგუს თქმით, „ოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროები გამბედაობას და გმირობას ავლენენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ ეს არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაციაა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]