weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლავროვმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. ოპერაციის ახალი ეტაპი იწყება

18:00 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის ახალ ეტაპს იწყებს.

„ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ ოპერაციის ახალი ეტაპი იწყება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მთელი ამ სპეციალური ოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, – ამბობს ლავროვი India Today-სთან ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ მიმართულია „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრული გათავისუფლებისაკენ“.

მანამდე ლავროვმა აღნიშნა, რომ ე.წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებობა“ ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარა: „ახლა ამ რესპუბლიკების მილიცია იბრძვის იმისთვის, რომ ტერიტორიები დაიბრუნონ, რადგან, როდესაც 2014 წელს რეფერენდუმი ჩაატარეს, ჩაატარეს ყოფილი ოლქების მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ შემდეგ უკრაინის ლიდერებმა დაიწყეს ომი, რომელსაც ანტიტერორისტული ოპერაცია უწოდეს და ორივე რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი წაიღეს“.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ე.წ. სპეცოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სპეციალურ ოპერაციად მოიხსენებს რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და მათ დასახმარებლად ჯარების გაგზავნის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]