„ჩვენ უკვე დავიბრუნებდით მშვიდობას და ოკუპანტებისგან გავათავისუფლებდით ჩვენს ტერიტორიებს, რადგან სრულიად აშკარაა უკრაინელი სამხედროების უპირატესობატაქტიკასა და სიბრძნეში“, – ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ ზელენსკის განცხადებას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ დასავლელ ლიდერებს მუდმივად ახსენებს და ამბობს, რომ „უსამართლობაა, უკრაინა კვლავ იძულებული იყოს ითხოვდეს იმას, რასაც პარტნიორები სადღაც საწყობებში წლები ინახავენ“.
„თუ მათ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას სჭირდება აქ და ახლა, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მაშინ, პირველ რიგში, მათი მორალური ვალდებულებაა, დაგვეხმარონ თავისუფლების დაცვაში, დაგვეხმარონ ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში.
პირველ კვირაში რომ მიგვეღო ის იარაღი, რასაც ახლა ვიღებთ, უკრაინისა და ევროპის თავისუფლებისთვის მეტი სარგებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და თუ ზუსტად ახლა მივიღებთ იმას, რის უკრაინისთვის გადმოცემასაც ზოგიერთი პარტნიორი უახლოეს კვირებში გეგმავს, ათასობით ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები მიხვდებიან, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია.