weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

უსამართლობაა, ვითხოვდეთ იმას, რასაც პარტნიორები საწყობებში წლები ინახავენ – ზელენსკი

10:26 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რომ ჰქონდეს წვდომა ყველა იმ შეიარაღებაზე, რომელსაც საჭიროებს და რომელიც დასავლელ პარტნიორებს აქვთ, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა.

„ჩვენ უკვე დავიბრუნებდით მშვიდობას და ოკუპანტებისგან გავათავისუფლებდით ჩვენს ტერიტორიებს,  რადგან სრულიად აშკარაა უკრაინელი სამხედროების უპირატესობატაქტიკასა და სიბრძნეში“, – ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ ზელენსკის განცხადებას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ დასავლელ ლიდერებს მუდმივად ახსენებს და ამბობს, რომ „უსამართლობაა, უკრაინა კვლავ იძულებული იყოს ითხოვდეს იმას, რასაც პარტნიორები სადღაც საწყობებში წლები ინახავენ“.

„თუ მათ აქვთ იარაღი, რაც უკრაინას სჭირდება აქ და ახლა, თუ აქვთ საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აქ და ახლა, მაშინ, პირველ რიგში, მათი მორალური ვალდებულებაა, დაგვეხმარონ თავისუფლების დაცვაში, დაგვეხმარონ ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში.

პირველ კვირაში რომ მიგვეღო ის იარაღი, რასაც ახლა ვიღებთ, უკრაინისა და ევროპის თავისუფლებისთვის მეტი სარგებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და თუ ზუსტად ახლა მივიღებთ იმას, რის უკრაინისთვის გადმოცემასაც ზოგიერთი პარტნიორი უახლოეს კვირებში გეგმავს, ათასობით ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები მიხვდებიან, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]