„ბოროდიანკაში, ისევე როგორც ბუჩასა და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქში, ისტორია არ დაივიწყებს იმ ომის დანაშაულებს, რომლებიც აქ ჩაიდინეს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – დაწერა Twitter-ზე შარლ მიშელმა.
ბოროდიანკა კიევის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე მეტად განადგურებული ქალაქია, სადაც 8 მაღალსართულიანი კორპუსი მთლიანად, კიდევ 21 კი ნაწილობრივ არის დანგრეული. 6-17 აპრილის პერიოდში, დაბომბილი კორპუსების ნანგრევებში მაშველებმა 41 ადამიანის ცხედარი იპოვეს.