weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ომის დანაშაულებს ისტორია არ დაივიწყებს, ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე – მიშელი

15:47 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა და კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა.

„ბოროდიანკაში, ისევე როგორც ბუჩასა და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქში, ისტორია არ დაივიწყებს იმ ომის დანაშაულებს, რომლებიც აქ ჩაიდინეს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – დაწერა Twitter-ზე შარლ მიშელმა.

ბოროდიანკა კიევის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე მეტად განადგურებული ქალაქია, სადაც 8 მაღალსართულიანი კორპუსი მთლიანად, კიდევ 21 კი ნაწილობრივ არის დანგრეული. 6-17 აპრილის პერიოდში, დაბომბილი კორპუსების ნანგრევებში მაშველებმა 41 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]