weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპანტებს გარღვევა არცერთი მიმართულებით არ აქვთ, მარიუპოლი უძლებს – არესტოვიჩი

18:24 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ შეძლეს გარღვევის გაკეთება და დიდ დანაკარგებს განიცდიან.

სააგენტო Unian-ის ცნობით, ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ არესტოვიჩმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც მტერი თავის ძირითადი ძალების კონცენტრაციას ახდენს, უკრაინელებმა, დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების ათი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს თორმეტი ტანკი, ოცდარვა ჯავშანმანქანა და ორი მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა. არესტოვიჩის თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ცხრა საჰაერო სამიზნეს დაარტყეს, რომელთაგან თითო-თითო ვერტმფრენი და თვითმფრინავი იყო.

ოლექსი არესტოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქალაქი მარიუპოლი მტრის შეტევას უძლებს და ძირითადი საბრძოლო მოქმედებები „აზოვსტალის“ ქარხნის რაიონში მიმდინაროებს.

„იქ მტრისთვის ბრძოლა ადვილი არ არის და უზარმაზარ ზარალს განიცდის“, – განაცხადა არესტოვიჩმა და მარიუპოლში მყოფ ხალხს მოუწოდა, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით ქალაქი დატოვონ.

გარდა მარიუპოლისა, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, მტრის ძალისხმევის კონცენტრაციის ძირითად მიმართულებად რჩება იზიუმი.

„იქ თავი მოუყარეს ჯარს, წინსვლას ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. ჯერ ვერ მიაღწიეს წარმატებას, თუმცა საშინელი შეტევა უკვე მესამე დღეა გრძელდება.

დღეს მტერმა სცადა ლუგანსკის რაიონში რუბიჟნესა და პოპასნაიაზე შტურმი, მათი ხელახლა აღების მიზნით. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, რომლებიც დასაზუსტებელია, 130-ზე მეტი დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს იმ ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში, რომელსაც ამჟამად რუსული ჯარები აკონტროლებენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, რუსები ახალი ხელმძღვანელის, გენერალ დვორნიკოვის ხელმძღვანელობით, ცდილობენ წინსვლას ხერსონის ოლქში და მათი ამოცანა საზღვრებთან მისვლაა.

არესტოვოჩის განცხადებით, ბრძოლები მიმდინარეობს ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც, ხოლო კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების მიმართულებებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ფარავენ საზღვრებს და მტრის შემტევი ჯგუფების ფორმირების ნიშნები იქ არ შეინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]