weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი: მარიუპოლი მტერს ძალიან ანერვიულებს

19:20 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ალექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ახლა ოპერატიულ ალყაშია, მუდმივი დაბომბვების შედეგად განადგურებულია, მაგრამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინის დამცველები მას ინარჩუნებენ.

„იმის გამო, რომ რუსეთი ფაქტობრივად  მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს, იყენებს არტილერიას, სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ იქ არიან დამცველები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მარიუპოლს. ესენი ჩვენი „აზოველები“ არიან - უკრაინის ეროვნული გვარდიის მამაცი მებრძოლები. ესენი არიან ჩვენი საზღვაო ქვეითები. ესენი არიან ასევე ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ქალაქის დაცვაში. ყველა მათგანი უძლებს და ავლენს განსაკუთრებულ სიმამაცესა და გმირობას“, – განაცხადა მოტუზიანიკმა გამოცემა rbc.ua-სთან ინტერვიუში.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, მარიუპოლში არსებული ეს ვითარება მტერს ძალიან ანერვიულებს. მოტუზიანიკის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალებს არ შეუძლიათ, ქალაქი მიატოვონ, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს სხვა მიმართულებებზე დაწინაურდნენ.

„ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ კონტროლის დამყარებას მთელ ქალაქზე, რომელსაც ჩვენები იცავენ.

ახლა მარიუპოლი მტერს ძალიან ანერვიულებს. ამ ქალაქის გმირული თავდაცვა გვაძლევს დროსა და შესაძლებლობას კარგად მოვემზადოთ სხვა მიმართულებებზე.

რეალურად, მათ შორის, მარიუპოლის თავდაცვის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა იმ პერატიული მიმართულებების უმრავლესობაში, სადაც რუსეთი იყო დაწინაურებული. ბევრ ადგილზე ჩვენ კონტრშეტევითი ოპერაციებიც კი ჩავატარეთ, რისი წყალობითაც რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლდა მთელი რიგი დასახლებები“, – აღნიშნა მოტუზიანიკმა.

მისივე განცხადებით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დონბასში უკვე დაწყებულია გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]