weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

როგორ შეიძლება მოელაპარაკო ნიანგს, როდესაც მას შენი ფეხი ყბაში აქვს? – ჯონსონი პუტინზე

11:27 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება, სავარაუდოდ წარუმატებლობისთვის არის განწირული. ბორის ჯონსონმა პუტინთან მოლაპარაკებები ნიანგთან საქმის ქონას შეადარა.

„ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას, თუ გავითვალისწინებთ მის აშკარა არაკეთილსინდისიერებას.

მისი სტრატეგია, რაც აშკარაა, არის ის, რომ შთანთქოს და დაიპყროს რაც შეიძლება მეტი უკრაინაში და შესაძლოა, აწარმოოს რაიმე სახის მოლაპარაკება ძალაუფლების ამ პოზიციიდან“, – განაცხადა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინის მეტი ტერიტორიის აღება სურს და შესაძლოა კიევზე შეტევაც განაახლოს.

„როგორ შეიძლება მოელაპარაკო ნიანგს, როდესაც მას შენი ფეხი ყბაში აქვს? ეს არის ის სირთულე, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან. ჩვენ უბრალოდ უნდა მივყვეთ სტრატეგიას და გავაგრძელოთ მათთვის იარაღის მიწოდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მიმდინარე კვირაში შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის, მათ შორის არტილერიის მიწოდებას, რადგან რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე შეტევებს აძლიერებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]