weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმების და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა

12:17 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაზე შტურმის გაუქმების და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა. პუტინმა ეს დავალება დღეს, 21 აპრილს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოუგუს მისცა.

„ინდუსტრიული ზონაზე შემოთავაზებული შტურმი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ვბრძანებ, გაუქმდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა ვიფიქროთ, უფრო სწორად, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მით უმეტეს, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

არ არის საჭირო ამ სამრეწველო ობიექტების კატაკომბებში ჩაძრომა და მიწის ქვეშ ხოხვა. ისე დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია, რომ ბუზი ვერ შეფრინდეს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, „აზოვსტალში“ მყოფებს კიდევ ერთხელ შესთავაზონ იარაღის დაყრა. ვალდიმერ პუტინის თქმით, მათ „სიცოცხლის და ღირსეული მოპყრობის გარანტიას მისცემენ“, ხოლო დაჭრილებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

მანამდე, შოიგუმ პუტინს განუცხადა, რომ მთელი მარიუპოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლდება და „ბოევიკები საიმედოდ არიან ბლოკირებული“ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე.

„მარიუპოლის ალყაში მოქცევის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფების რიცხოვნობა, უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების ჩათვლით შეადგენდა დაახლოებით 8100 ადამიანს. ქალაქის განთავისუფლების დროს 4000-ზე მეტი განადგურდა, 1478 ჩაბარდა, დარჩენილი ჯგუფი - 2000-ზე მეტი - ბლოკირებულია „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონაში“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

შოიგუს თქმით, რუსეთის ჯარებს სამი-ოთხი დღე სჭირდებოდათ „აზოვსტალზე“ სამუშაოების დასასრულებლად.

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის და „აზოვის“ პოლკის მებრძოლები იმყოფებიან. ეს ალყაში მოქცეული მარიუპოლის უკანასკნელი ადგილია, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები იცავენ და რომლის აღებაც რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს. როგორც უკრაინელები ამბობენ, „აზოვსტალის“ ტერიტორიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს, მათ შორის ქალები და ბავშვები. იქ იმყოფებიან დაჭრილი და დაღუპული უკრაინელი მებრძოლებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]