weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლატვია მოქალაქეობას ჩამოართმევს პირებს, ვინც უკრაინაში რუსეთის ომს მხარს უჭერენ

15:02 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

ლატვიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ – სეიმმა დღეს ბოლო მოსმენით მიიღო „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება უკრაინაში ომის დანაშაულების მხარდამჭერს ლატვიის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ახალი კანონი იმ მოქალაქეებზე ვრცელდება, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნიათ.

ლატვიური მედიის ინფორმაციით, კანონის ახალი რედაქცია ითვალისწინებს, ლატვიის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ, მატერიალურ, პროპაგანდისტულ, ტექნოლოგიური ან სხვა სახის დახმარება გაუწევს სახელმწიფოებს ან სხვა სუბიექტებს, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი ქმედებები, როგორიცაა მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაული, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და ომის დანაშაულები. ასევე, მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვათ იმ პირებსაც, რომლებიც მსგავს ქმედებებში იღებენ მონაწილეობას.

ასეთი მხარდაჭერის ან საქმიანობაში მონაწილეობის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების უწყება დაადგენს.

„მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის წინაპირობა 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება გახდა. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 62-დეპუტატმა დაუჭირა, 14-მა თავი შეიკევა, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

დღესვე ლატვიის სეიმმა ერთხმად მიიღო განცხადება უკრაინაში რუსეთის აგრესიის და ომის დანაშაულების შესახებ, რითიც უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს. განცხადებაში სეიმი აღიარებს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]