weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

12:21 ორშაბათი, 25 აპრილი 2022

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი დაამარცხა და თანამდებობაზე მეორე ხუთწლიანი ვადით იქნა არჩეული. 44 წლის მაკრონი პირველი ფრანგი პრეზიდენტია ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს.

არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 58.55% მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა – 41.5%.

„მადლობელი ვარ და ვალში ვარ მათ წინაშე, ვინც ხმა მომცა არა ჩემი იდეების გამო, არამედ იმისთვის, რომ ულტრამემარჯვეენეების იდეები დაებლოკათ. მე არ ვარ მხოლოდ ერთი ბანაკის ლიდერი, მე ყველას პრეზიდენტი ვარ“, – განაცხადა მაკრონმა.

ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა დამარცხება აღიარა, მაგრამ მაკრონისთვის გამარჯვება არ მიულოცია. უფრო მეტიც, მან თავის შედეგს „გამაოგნებელი გამარჯვება“ უწოდა, რადგან მეორე ტურში ფრანგების 41%-ზე მეტის, დაახლოებით 12 მილიონი ადამიანის, მხარდაჭერა მიიღო. ეს 7%-ით მეტია 2017 წლის არჩევნებში მის მიღებულ შედეგებზე.

„ჩვენ ვიწყებთ დიდ ბრძოლას საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლების მოსაპოვებლად“, – განაცხადა ლე პენმა და იგულისხმა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ივნისში გაიმართება და რომელსაც უკვე უწოდეს „მესამე ტური“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]