„რადიო თავისუფლების“ თანამშრომელმა ვირა ჰირიჩის საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტო Facebook-ში გამოაქვეყნა და დაწერა:
„ეს ჩემი კოლეგის პატარა მანქანაა. რამდენიმე წლის წინ ამით წაგვიყვანა ნემეშაევოში. გვეუნებოდა, როგორ მოგვეძიებინა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა ვირა აღარ არის. ზუსტი რუსული რაკეტა მის სახლს მოხვდა, ვერა მთელი ღამე იწვა და მხოლოდ დილით იპოვეს“, – წერს ჟურნალისტი.
28 აპრილს კიევის შევჩენკოს რაიონი იმ დროს დაიბომბა, როდესაც უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით გაეროს გენერალური მდივნი, ანტონიო გუტერეში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.