მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსში არ უშვებენ, რათა არ ნახონ, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ.
„ხელებს იფშვნეტენ: აი, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ახლა რუსეთს მუხლებზე დავაყენებთ, ხოლო მერე ბელარუსს. არ გამოვა.
არ გამოვა რუსეთისა და ბელარუსის დაჩოქება ინტელექტის, განათლების ასეთი დონით, ასეთი ტექნოლოგიური დონითა და რესურსებით. უბრალოდ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.
აღდგომასთან დაკავშირებით საზღვრები გავხსენით, რომ პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ხალხი თავიანთი ახლობელების საფლავებზე ჩამოსულიყო, როგორც ყოველთვის ხდებოდა. უვიზოდ შემოსვლის ნება მივეცით, მაგრამ ისინი თავიანთ ხალხს ბელარუსში არ უშვებენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ხალხი მარილს ყიდულობს. მათ მარილი არ აქვთ. დიდებული და მდიდარი დასავლეთი, მარილი კი არ აქვთ! რომ არ ილაპარაკონ ადამიანებმა, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ, მათ უბრალოდ არ უშვებენ. აი, მთელი დემოკრატია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის ზაფხულში ის მეექვსედ იქნა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე. ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო. ოპოზიცია და მოქალაქეების ნაწილი ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც არჩევნების შედეგები არ აღიარეს.