„ჩვენ არ გვინდა ვინმესთან ბრძოლა. რუსეთი არასდროს დასხმია თავს ვინმეს. გასაოცარია, რომ დიადი და ძლიერი ქვეყანა არავის დასხმია თავს - ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა. ღმერთმა ქნას, საუკუნოდ იყოს ჩვენი ქვეყანა ასეთი ძლიერი, შემძლე და ამავდროულად ღვთისთვის საყვარელი“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
მისივე თქმით, დღეს მრევლთან ერთად ლოცულობს რუსეთის სახელმწიფოსთვის, რათა მისი „წმინდა საზღვრები იყოს მიუწვდომელი“.
„რათა ყოველთვის გვქონდეს სიბრძნე, ძალა და პატივი, რომ დავიცვათ ისინი საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა მოსკოვის პატრიარქმა.
უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი განიხილება. უმაღლესი რადას დეპუტატები, რომლებმაც შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავეს, აცხადებენ, რომ კირილმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე მიმინარე ე.წ. „სპეციალური ოპერაციას“.
ამ თემაზე:
უკრაინამ სანქციები შესაძლოა რუსეთის პატრიარქ კირილს და 3 სასულიერო პირს დაუწესოს