weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„აზოვსტალში“ თავდაცვის სისტემა აღადგინეს, თუმცა სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია – არესტოვიჩი

11:32 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის სისტემა აღდგენილია, თუმცა ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ამ საკითხზე არესტოვიჩმა გვიან ღამით, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში ისაუბრა.

გუშინ, 4 მაისს, ცნობილი გახდა, რომ რუსებმა „აზოვსტალში“ შეჭრა მოახერხეს.

„ამ ამხანაგებმა გადაწყვიტეს „აზოვსტალზე“ საბოლოოდ გამარჯვება და ძლიერ სახმელეთო შტურმზე წავიდნენ. ვფიქრობ, მთავარი ჩანაფიქრი ის არის, რომ 9 მაისისთვის გამოაცხადონ - ჩვენ გავიმარჯვეთ ყველგან და პირველ რიგში, მარიუპოლში. მათ დაიწყეს შეტევა და ზოგიერთი მონაცემის თანახმად, შეიჭრდნენ „აზოვსტალში“.

ჩვენმა ბიჭებმა ისინი იქიდან ისევ გააძევეს, აღადგინეს თავდაცვის სისტემა, თუმცა სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად პრეზიდენტმა ყველა ძალა მიმართა დიპლომატიისკენ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ოლექსი არესტოვიჩმა უპასუხა ფეიგინის შეკითხვას, სიმართლეს შეესაბამება თუ არა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „აზოვსტალში“ მტრის შეჭრა შესაძლებელი გახდა ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომლის, ელექტრიკოსის ღალატის შედეგად, რომელმაც რუსებს აჩვენა, სად იყო გვირაბები.

„სრულიად შესაძლებელია, ასეთი რამ მომხდარიყო, იმიტომ, რომ თუ გინდა თავს დაესხა მიწის ქვეშ, უნდა იცოდე იქ შესვლის ხერხები, მაგრამ ახლა დაზუსტებით რაიმეს მტკიცება არ შეიძლება. რაც შეეხება ელექტრიკოსს, რომელმაც ღალატი ჩაიდინა, ეს უკვე სათავგადასავლო ფილმს ჰგავს. ამიტომ, როდესაც ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია იქნება, ვიტყვი, რომ ეს ასე იყო“, – აღნიშნა ოლექსი არესტოვიჩმა.

მარიუპოლში „აზოვსტალი“ ერთადერთი ადგილია, რომლის აღებასაც რუსეთი უშედეგოდ ცდილობს. მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიას „აზოვის“ პოლკის და ეროვნული გვარდიის მებრძოლები და საზღვაო ქვეითები იცავენ. „აზოვსტალს“ მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ბოლო დღეების განმავლობაში „აზოვსტალიდან“ 150-ზე მეტი სამოქალაქო პირის ევაკუაცია განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]