weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ მეგონა, რომ ეს ოპერაცია ასე გაჭიანურდებოდა – ლუკაშენკო უკრაინაში ომზე

16:45 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაჭიანურდა. ამის შესახებ მან დღეს, Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მეგონა, რომ ეს ოპერაცია ასე გაჭიანურდებოდა, მაგრამ ამ პრობლემაში იმდენად ჩაღრმავებული არ ვარ, რომ ვთქვა, რუსები იქ გეგმის მიხედვით მიდიან, როგორც ისინი ამბობენ, თუ ისე, როგორც მე ამას ვგრძნობ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: მე ასე ვგრძნობ, რომ ოპერაცია გაჭიანურდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ „უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არ იყოს.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ომი. ჩვენ გავაკეთეთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ომი არ იყოს. თქვენი მონა-მორჩილის, ესე იგი ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მე ვიცი რუსეთის პოზიცია. მე ვიცი რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას. მაგრამ რატომ არ არის დაინტერესებული ამ მოლაპარაკებებით უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც რეალურად ომია, საომარი მოქმედებებია, ხალხი იღუპება? ეს კიდევ ერთი კითხვაა, მაგრამ მასზე პასუხის პოვნა ვაშინგტონშია შესაძლებელი“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ დღეს უკრაინას არა ვოლოდიმირ ზელენსკი, არამედ დასავლეთი მართავს.

„როგორ უნდა უკრაინის ხელმძღვანელობას ომის დიპლომატიური გზით შეწყვეტა? შესაძლოა, უკრაინის ხელმძღვანელობას უნდა, მაგრამ არ შეუძლია. არ შეუძლია ერთი მიზეზით – იმიტომ, რომ ზელენსკი არ მართავს უკრაინას. არ ეწყინოს, ეს ჩემი აზრია და შესაძლოა, ვცდებოდე. თქვენ მართავთ უკრაინას! თუ ჯო ბაიდენი იტყვის: „მორჩა, კაცებო, ვიომეთ, ერთმანეთს თავ-პირი გავუერთიანეთ, ახლა კი შეწყვიტეთ. ომი არავის უნდა, არავის ადგება“, ერთ კვირაში ყველაფერი შეწყდება“, – უთხრა ლუკაშენკომ ჟურნალისტს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვლადიმერ პუტინი სიტყვა „ომს“ არ ახსენებს და აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]