weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან და მიმდებარე ადგილებიდან 500 ადამიანია გამოყვანილი – გაერო

11:36 პარასკევი, 06 მაისი 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და „წითელი ჯვრის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, 5 მაისს განაცხადა.

გუტერეშს არ გნუმარტავს, კონკრეტულად რამდენი ადამიანია ევაკუირებული „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან და რამდენია გადაყვანილი კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და „წითელი ჯვარი“ ერთად უძღვებიან ძალიან რთულ ჰუმანიტარულ ოპერაციას - როგორც პოლიტიკურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ის 29 აპრილს დაიწყო და მოითხოვდა უზარმაზარ კოორდინაციას და ადვოკატირებას რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე წარმატებით დასრულდა ორი ოპერაცია, მესამე კი მიმდინარეობს. პირველი კოლონით, რომელიც 3 მარტს ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, 101 სამოქალაქო პირი იქნა ევაკუირებული „აზოვსტალიდან“ და კიდევ 59 მეზობელი ტერიტორიიდან.

„მეორე ოპერაცია გასულ ღამეს დასრულდა. 320-ზე მეტი სამოქალაქო პირი იქნა ევაკუირებული ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ადგილებიდან. მესამე ოპერაცია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკაა, არ ვილაპარაკოთ დეტალებზე მანამ, ვიდრე არ დასრულდება, რათა ხელი არ შევუშალოთ შესაძლო წარმატებას. ჯერჯერობით, ჯამში, დაახლოებით 500 სამოქალაქო პირმა იპოვა დიდი ხნის ნანატრი შვება – დაუნდობელი დაბომბვის, წყლის, საკვებისა და სანიტარული პირობების მწირი ხელმისაწვდომობის შემდეგ“, – აღნიშნა გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯოჯოხეთიდან ხალხის გამოყვანა გაგრძელდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]