„აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა გაეროსა და წითელი ჯვრის შუამავლობით ხორციელდება. ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი მოქალაქეა გამოყვანილი მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიიდან და რამდენი რჩება შიგნით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა 7 მაისს, დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, მტერმა „შეტევითი მოქმედებები“ კვლავ განახორციელა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადასარჩენად დიპლომატიურ ვარიანტებზე მუშაობენ. როგორც მან აღნიშნა, პროცესში გავლენიანი შუამავლები და გავლენიანი სახელმწიფოები არიან ჩართული.