weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი უკრაინაში ჩავიდა

12:55 შაბათი, 07 მაისი 2022

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

გებრეისუსის თქმით, მან, როგორც ადამიანმა, რომელმაც ბავშვობაში ომი გამოიარა, იცის, როგორ გრძნობენ თავს „ამ ომში გამომწყვდეული ბავშვები და მოზარდები“.

„მსურს შევაფასო, როგორ შეგვიძლია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მათი მხარდაჭერის გაძლიერება. ასევე მინდა, შევხვდე ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც უზარმაზარ შრომას წევენ ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში“ , – ამბობს გებრეისუსი.

დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 73-ე დღეა. უკრაინული მხარის მონაცემებით, 7 მაისის მდგომარეობით, რუსეთის აგრესიის შედეგად 633-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, რომელთაგან 223 დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]