„მინიმუმ ერთი T-90M, რუსეთის ყველაზე გაუმჯობესებული ტანკი განადგურდა საბრძოლო მოქმედებების დროს. T-90M 2016 წელს წარადგინეს. მას გააჩნია გაუმჯობესებული ჯავშანი, განახლებულ თოფი და გაძლიერებული სატელიტური სანავიგაციო სისტემები“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, რუსეთის ყველაზე კარგად აღჭურვილ ქვედანაყოფებში ამჟამად დაახლოებით ასი T-90M ტიპის ტანკია. მათი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომშიც მონაწილეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტებმა 1122 ტანკი დაკარგეს.