weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინის ელჩმა ბერლინში უკრაინის დროშაზე 8-9 მაისს დაწესებული აკრძალვის გაუქმება მოითხოვა

17:26 შაბათი, 07 მაისი 2022

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა ბერლინის მთავრობას მოუწოდა, გააუქმოს 8 და 9 მაისს უკრაინის დროშის საჯაროდ ტარებაზე დაწესებული აკრძალვა. უკრაინელმა დიპლომატმა გადაწყვეტილებას „უზარმაზარი სკანდალი“ და „უკრაინელებისთვის სილის გაწვნა“ უწოდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 8 და 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბერლინში დაახლოებით 50 აქცია დაანონსდა, პოლიციამ მემორიალებისა და ძეგლების ტერიტორიებზე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის დროშის ტარებაც აკრძალა. ამასთან, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც შესაძლოა აღქმული იყოს როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერა, მათ შორის, რუსული აგრესიის სიმბოლოების – გეორგიევსკის ლენტისა და Z სიმბოლოს ტარება.

„მთავარი იდეა არის ის, რომ 1945 წლის 8 და 9 მაისის აღნიშვნა და, ამრიგად, გერმანიის ნაციონალ-სოციალიზმისგან განთავისუფლება მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული 2022 წლის მაისში არსებული სიტუაციისგან“, – ციტირებს RND-ი ბერლინის სენატის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებას.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მემორიალურ ადგილებში, სადაც ომის დროს დაღუპულ როგორც რუს, ისე უკრაინელ ჯარისკაცებს იხსნებენ, მნიშვნელოვანია „ყოველგვარი დაპირისპირება“ აღიკვეთოს. 

გერმანიაში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით შოკირებულები არიან და ამ ფონზე უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება მხოლოდ ცარიელი ფრაზებია

„ბერლინის პოლიციამ უკრაინის დროშების ტარება აკრძალა. ეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის სილის გაწვნაა. უბრალოდ აღმაშფოთებელია ის, რომ მსხვერპლი ერის და დამნაშავეების გათანაბრება ხდება.

უზარმაზარი სკანდალია ის ფაქტი, რომ უკრაინის დროშის საჯაროდ ტარება აკრძალულია ფედერალურ დედაქალაქეში, ზუსტად ისე, როგორც რუსეთის დედაქალაქში, როდესაც უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ დღე და ღამ უმძიმეს ომის დაშაულებს სჩადიან, მოკლულია ათი ათასობით უკრაინელი, ქალები და ბავშვები. ეს არა მხოლოდ ტაქტის ნაკლებობას აჩვენებს, არამედ კატასტროფული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ელჩმა.

ანდრეი მელნიკმა ბერლინის მთავრობას ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]