„პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: „აზოვსტალიდან“ ყველა ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა“, – დაწერა ვერეშჩუკმა Telegram-ზე.
„აზოვსტალის“ ერთადერთი ადგილია უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე ასობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს და მათ უსაფრთხოდ გაყვანას ითხოვდნენ. ევაკუაციის პროცესი 1 მაისს დაიწყო და არაერთხელ შეჩერდა საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო. ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა „აზოვსტალიდან“ და რამდენი დაიღუპა რუსეთის მიერ ქარხნის ტერიტორიის დაბომბვის გამო.
„აზოვსტალში“ დაჭრილი სამხედროებიც იმყოფებიან. 5 მაისს „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, მიეღო ზომები დაჭრილების ევაკუაციისა და ცხედრების გასატანად. 6 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დიპლომატიურ ვარიანტებზე მუშაობენ და ამ პროცესში გავლენიანი სახელმწიფოები არიან ჩართული.