weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – პუტინი უკრაინაში ომზე

13:58 ორშაბათი, 09 მაისი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე გამოსვლა ძირითადად უკრაინაში შეჭრის გამართლებას დაუთმო.

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და NATO-ს უსაფრთხოების გარენტიებზე შეთანხმება შესთავაზა.

„რუსეთი დასავლეთს მოუწოდებდა დიალოგისკენ, გონიერი, კოპრომისული გადაწყვეტილების მოძებნისკენ, ერთმანეთის ინეტრესების გათვალისწინებისკენ. ყველაფერი ფუჭი იყო. NATO-ს ქვეყნებმა არ მოინდომეს ჩვენი მოსმენა, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში მათ სრულიად სხვა გეგმები ჰქოდათ და ჩვენ ამას ვხედავდით“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ღიად მიმდინარეობდა მზადება დონბასში „მორიგი სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად“.

„... მზადება ჩვენს ისტორიულ მიწებზე, მათ შორის, ყირიმში, შემოჭრისთვის. კიევში განაცხადეს ბირთვული იარაღის შესაძლო მოპოვების შესახებ. NATO-ს ბლოკმა აქტიურად დაიწყო ჩვენი მიმდებარე ტერიტორიების სამხედრო ათვისება. ამრიგად, სისტემატურად იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, თანაც პირდაპირ ჩვენს საზღვრებზე. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ გარდაუვალი იქნებოდა შეტაკება ნეონაცისტებთან, ბანდეროვცებთან, რომლებზეც შეერთებული შტატები და მათი უმცროსი კომპანიონები დებდნენ ფსონს“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებით, საფრთხე ყოველდღიურად მატულობდა: „რუსეთმა აგრესია პრევენციულად უკუაგდო. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება“.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლაც, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, რუსები იბრძვიან დონბასში თავიანთი ხალხისთვის და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენი ვალია, შევინარჩუნეთ მათი ხსოვნა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც გვიანდერძა, რომ ვიყოთ ფხიზლად და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გლობალური ომის საშინელება აღარ განმეორდეს“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.

„მოდით, კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ. NATO-ს ქვეყნები არ აპირებდენ რუსეთზე თავდასხმას. უკრაინა არ აპირებდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა თავისი ქვეყნის დაცვის დროს, არამედ სხვა ქვეყნის ოკუპაციის მცდელობისას. ამ ომისთვის არ არსებობდა არავითარი რაციონალური მიზეზი, გარდა რუსული ავადმყოფური იმპერიული ამბიციებისა“, – დაწერა Twitter-ზე პოდოლიაკმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]