weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინის დაზვერვა: სამხედრო წარუმატებლობის გამო რუსეთი თავის პროპაგანდას ცვლის

13:45 სამშაბათი, 10 მაისი 2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო წარუმატებლობების ფონზე, კრემლის ტელევიზიები, ინტერნეტ გამოცემები და ბოტები ახალი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ მითითებებს იღებენ.

„ადამიანური ძალისა და ტექნიკის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ოკუპანტი ქვეყნის არმია კატასტროფულ დანაკარგსა და მარცხს განიცდის უკრაინის დამცველებისგან.

სამხედრო „უძლეველობის“ შესახებ რუსების წარმოდგენის შესაცვლელად და შესაძლო მარცხისთვის საზოგადოების მოსამზადებლად, რუსულ მედიას დაავალეს ისაუბრონ რუსეთ-უკრაინის ომზე, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს ყველა ქვეყანასთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე“, – აცხადებს უკრაინული დაზვერვა.

მათივე ცნობით, კრემლის პოლიტტექნოლოგები ფიქრობენ, რომ ეს შეამცირებს უფრო ძლიერ ოპონენტთან მარცხით გამოწვეულ სირცხვილს.

„ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტები ახლა რუსებს ტვინს გამოურეცხავენ საკუთარი გადარჩენისთვის გაერთიანების აუცილებლობისა და კრემლის დიქტატორის პოლიტიკის მიმართ ბრმა ნდობის შესახებ იდეებით“, – აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინული მხარის მონაცემებით, 10 მაისის მდგომარეობით, რუსეთმა დაახლოებით 26 ათასი სამხედრო დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]