weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„აზოვმა“ დაჭრილი სამხედროების ფოტოები გაავრცელა და მათი სასწრაფო ევაკუაცია მოითხოვა

11:09 ოთხშაბათი, 11 მაისი 2022

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები, რომლებიც რუსების მიერ ალყაშემორტყმული „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას ითხოვენ. მათ გუშინ თანამებრძოლების ფოტოები გაავრცელეს და გაეროსა და „წითელ ჯვარს“ მიმართეს.

„აზოვი“ აცხადებს, რომ დაჭრილები ვეღარ იბრძვიან და ღია ჭრილობებით იმყოფებიან ანტისანიტარიულ პირობებში, სადაც არც საჭირო მედიკამენტები აქვთ და არც საკვები.

„მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს, რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი, დასახიჩრებული დამცველები და იმოქმედოს! ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს და „წითელ ჯვარს“ გამოავლინონ თავიანთი ჰუმანურობა და იმ დაჭრილი ადამიანების გადარჩენით, რომლებიც აღარ არიან მებრძოლები, კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ძირითადი პრინციპები“, – აცხადებენ „აზოვის“ მებრძოლები.

მათი თქმით, ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა ფოტოებიც გაავრცელეს და კიდევ ასობით სხვა, „აზოვსტალის“ ქარხანაში მძიმე დაზიანებებით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

„ნუთუ ახლა უკრაინას და მსოფლიო საზოგადოებას არ შეუძლიათ მათი დაცვა? ჩვენ ვითხოვთ დაჭრილი ჯარისკაცების სასწრაფო ევაკუაციას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც მათ გაუწევენ დახმარებას და უზრუნველყოფენ სათანადო ზრუნვას“, – აცხადებს „აზოვის“ პოლკი.

„აზოვმა“ დაჭრილი მებრძოლების ფოტოები Telegram-ში გაავრცელა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 77-ე დღეა. ფაქტობრივად ოკუპირებულ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის მოსაპოვებლად რუსეთის არმია ორი თვეა იბრძვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]