weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2022

უკრაინა რუსეთის მიერ „მოპარული მარცვლეულის“ თაობაზე იმპორტიორ ქვეყნებს აფრთხილებს

15:56 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულს იპარავენ, რომელსაც ან თვითონ მოიხმარენ, ან ცდილობენ საერთაშორისო ბაზარზე გაყიდონ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს „უკრაინელი ფერმერებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მარცვლეულის განკარგვასთან“ დაკავშირებით.

„მომხმარებელი ქვეყნები გავაფრთხილეთ, რომ რუსეთის მიერ ექსპორტირებული პარტიები შეიძლება შეიცავდეს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ძარცვის შედეგად მოპოვებულ მარცვლეულს.

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეგნებულად ყიდულობს მოპარულ მარცვლეულს, ითვლება დანაშაულის თანამონაწილედ“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის მთავრობის ცნობით, ოკუპანტებმა ფერმერებს უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 400-500 ათასი ტონა მარცვლეული წაართვეს.

„მარცვლეულით დატვირთულ თითქმის ყველა გემს, რომელიც სევასტოპოლიდან გადის, უკრაინისთვის მოპარული საქონიელი გადააქვს.

უკრაინაში მარცვლეულის დანაშაულებრივი ჩამორთმევა, ექსპორტი და მოხმარება რუსეთის დესტრუქციული აქტების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფუნდამენტურ პრინციპებს. აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკა ეჭვქვეშ აყენებს მისი წევრობის მნიშვნელობას FAO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყება.

უკრაინა რუსეთს მოუწოდებს, „შეწყვიტოს მარცვლეულის ქურდობა, გახსნას უკრაინის პორტები, აღადგინოს ნაოსნობის თავისუფლება და სავაჭრო გემების გავლის საშუალება მისცეს“. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გააძლიეროს, რათა „შეჩერდეს მისი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, თავიდან იქნეს აცილებული ჰუმანიტარული კატასტროფა და მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]