weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ლატვიის პარლამენტმა საბჭოთა ოკუპაციის ძეგლების აღებას მხარი დაუჭირა

18:55 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) დღეს, 12 მაისს, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მემორიალური შენობებისა და მონუმენტების შენარჩუნების შესახებ რუსეთსა და ლატვია შორის დადებული შეთანხმების მოქმედების შეჩერებას ეხება. ეს საბჭოთა ძეგლების აღებას ხდის შესაძლებელს.

„საბჭოთა არმიის გამოსახულება და სიმბოლოები ახლა მჭიდროდ და ნათლად ასოცირდება რუსეთის აგრესიასთან და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებთან.

გეოპოლიტიკური გარემოებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ცვლილებები განაპირობებს იმას, რომ ლატვიას არ შეუძლია და ვერ იქნება ვალდებული შეინარჩუნოს ისეთი კონსტრუქციები, როგორებიცაა საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, – განაცხადა რიჰარდს კოლსმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კოლსმა აღნიშნა, რომ ლატვია გააგრძელებს სამარხებთან და სასაფლაოებთან დაკავშირებით საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას.

როგორც რიჰარდს კოლსმა განაცხადა, რუსეთი მიზანმიმართულად აძლიერებს ასოციაციას დღევანდელ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს შორის: „როგორც სახელმწიფო მოხელეების რიტორიკა, ისე საინფორმაციო სივრცე სავსეა მცდელობებით გაამართლონ რუსი სამხედროების ქმედებები უკრაინაში ფაშიზმის ამოძირკვისა და გენოციდის თავიდან აცილების აუცილებლობით, ეგრეთ წოდებულ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ აიგივებენ საბჭოთა არმიასთან“.

გარდა ამისა, ჩერდება შეთანხმების იმ ნაწილის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, ლატვია უზრუნველყოფს მის ტორიტორიაზე მცხოვრები რუსეთის ფედერაციის პენსიონერი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვას.

რუსეთსა და ლატვიას შორის არსებული ამ შეთანხმების თუ  მისი ცალკეული ნაწილების მოქმედება 2022 წლის 16 მაისიდან შეჩერდება. როგორც კანონპროექტის ავტორებმა განაცხადეს, ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მათ შორის, ვიდრე არ გამოიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს უკრაინიდან , აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას და უკრაინას მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]