weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაკრონი სუვერენიტეტზე დათმობებს მთავაზობდა პუტინისთვის სახის შესანარჩუნებლად – ზელენსკი

18:58 პარასკევი, 13 მაისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის დროს ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია არა უკრაინის, არამედ რუსეთის მიზეზით.

„ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთისთვის და მაკრონი ტყუილად აკეთებს ამას. მე მიმაჩნია, რომ მას შესანიშნავი გამოცდილება აქვს: ვიდრე რუსეთი თავად არ მოინდომებს და არ გაიგებს, რომ მას ეს სჭირდება, ის გამოსავლის ძებნას არ დაიწყებს. იქნებ, ემანუელმა რაღაც მეტი იცის. მე ვიცი, რომ მას უნდოდა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობაში ამა თუ იმ შედეგის პოვნა, მაგრამ ვერ იპოვა, არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთის.

მე მთავაზობდა ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებით რაღაც დათმობებს იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინისთვის სახე შეენარჩუნებინა. ეს არც ისე სწორია ამა თუ იმ ლიდერის მხრიდან. ჩვენ მზად არ ვართ, ვიღაცას რაღაც შევუნარჩუნოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არ არის სამართლიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამგვარი წინადადებების უკრაინისთვის შეთავაზება უბრალოდ დროის კარგვაა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში ევროპელები რუსეთთან და პუტინთან მიდგომებს ეძებდნენ, 24 თებერვალს კი რუსეთმა აჩვენა, რომ მისთვის ყველა დათმობა სულერთია.

„ის წაიღებს ტერიტორიას, თუ ამას გადაწყვეტს და ემანუელს არ სჭირდება ამა თუ იმ დიპლომატიური დათმობის გაკეთება. ის გახდა პრეზიდენტი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ საფრანგეთს და მათ არჩევანს, მაგრამ გვერდზე ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას, ისტორია ამას არ პატიობს. თუ ყველაფრის დაბრუნება გინდა, მხოლოდ წინ უნდა გადადგა ნაბიჯი“, – ამბობს ზელენსკი იტალიურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. იმავე დღეს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული არმია არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში არა მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს, არამედ საცხოვრებელ უბნებს, საავადმყოფოებს, საბავშო ბაღებსა და სკოლებს ანადგურებს. ომი 79-ე დღეა გრძელდება. გაეროს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში უკრაინიდან 6 მილიონი ადამიანი წავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]