weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პალამარის თქმით, მარიუპოლის დამცველებმა 6000-მდე რუსი სამხედრო გაანადგურეს

10:54 შაბათი, 14 მაისი 2022

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლის გარნიზონმა დაახლოებით 6000 რუსი სამხედრო, მათ შორის, ერთი გენერალი გაანადგურა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, პალამარმა ამის შესახებ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე ჩართვის დროს განაცხადა.

„ჩვენმა გარნიზონმა მოახერხა დაახლოებით 6 ათასი ერთეული მტრის განადგურება, მათ შორის, ერთი გენერლის. ეს 78-ზე მეტი ტანკია და 100 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა. ეს წინასწარი მონაცემებით. რა თქმა უნდა, ბევრი დაუდასტურებელი მონაცემია, რომელსაც არ დავეყრდნობით“, – განაცხადა პალამარმა.

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები, ასევე საზღვაო ქვეითები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, მტრის ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობის და საბრძოლო მასალის ნაკლებობის მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებენ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიას, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომლის აღება 80 დღის განმავლობაში რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო.

„აზოვსტალი“ სრულ ბლოკადაშია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ბოლო ინფორმაციით, რუსები აგრძელებენ მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს.

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები აცხადებენ, რომ ასობით დაჭრილი ჰყავთ, რომლებიც ანტისანიტარიულ პირობებში, საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გამო, მძიმე მდგომარეობაში არიან. „აზოველები“ აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ ბრძოლა და მათ სასწრაფოდ ევაკუაციას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]