weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ISW: უკრაინამ როგორც ჩანს მოიგო ხარკოვის ბრძოლა

12:44 შაბათი, 14 მაისი 2022
ხარკოვის ცენტრალური მოედანი, რომელიც პირველ მარტს დაიბომბა ხარკოვის ცენტრალური მოედანი, რომელიც პირველ მარტს დაიბომბა

რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, გადაწყვიტეს სრულად დატოვონ ქალაქ ხარკოვის ირგვლივ პოზიციები უკრაინის კონტრშეტევებისა და საკუთარი პოზიციების გაძლიერების ნაკლები შესაძლებლობების გამო. ამის შესახებ ამერიკული ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.

ანალიტიკოსების თანახმად, ხარკოვის მახლობლად განლაგებული რუსული ქვედანაყოფები, უკრაინული ძალების კონტრშეტევების ფონზე, ბოლო დღეების განმავლობაში არ ცდილობდნენ პოზიციების შენარჩუნებას. ამის ნაცვლად, მოსკოვი ფოკუსირებულია საკუთარი ქვედანაყოფების მოწესრიგებულ გაყვანაზე.

„ამრიგად, როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა მოიგო. უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს ხარკოვის მოქცევა რუსული ჯარების ალყაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქის დაკავებაზე, და შემდეგ ქალაქიდან გააძევეს ისინი, როგორც ეს გააკეთეს რუსული ძალების მიერ კიევის დაკავების მცდელობის დროს“, – აღნიშნავენ ISW-ის ანალიტიკოსები.

მათივე ანალიზით, ახლა რუსეთის ჯარების მთავარი ძალისხმევა კვლავაც მიმართულია იქითკენ, რომ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოაქციონ ლუგანსკის ოლქში, მდინარე ჩრდილოეთის დონეცთან მდებარე ქალაქები - სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.

„რუსულმა ჯარებმა, რომლებიც პოპასნადან ჩრდილოეთით ახორციელებენ შეტევას, ბოლო 24 საათში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით მიმავლებმა ვერ გადალახეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცი და მცდელობების დროს გამანადგურებელი დანაკარგები განიცადეს. რუსებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი დამატებითი საბრძოლო ძალა ამ დანაკარგების ანაზღაურებისა და ალყის დასასრულებლად საკმაოდ ფართომასშტაბიანი შეტევის გაგრძელებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, შეტევის გააგრძელებენ“, – ნათქვამია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშში.

ხარკოვი, რომელიც უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია და რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, ომის დაწყების დღიდან იბომბებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]