weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეჩერებულია

16:36 სამშაბათი, 17 მაისი 2022

უკრაინის და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია. როგორც უკრაინული დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, სტამბოლის შეხვედრის შემდეგ არანაირი პროგრესი არ არის.

„რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ რჩება თავის სტერეოტიპულ აზროვნებაში. ომის 82 დღის განმავლობაში მაინც ვერ გაიგო, რომ უკრაინაში არ არის ის ვითარება, რაც დასაწყისში ეგონათ. უკრაინას რაღაც პრეტენზიებს უყენებენ, ცხოვრობენ სამყაროში, სადაც თითქოს „უკრაინული ნაციზმია“. მსოფლიოსთვის უკვე ცნობილია, რომ დღეს ნაციზმის მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს - რუსული.

მაგრამ ნებისმიერი ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და ამ პროცესს ბატონი ზელენსკი გაუწევს მოდერაციას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ამ საკითხზე კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ „უკრაინა პრაქტიკულად გავიდა პროცესიდან“ და მოლაპარაკებები „არანაირი ფორმით“ არ მიმდინარეობს.

რუსეთი უკრაინაში 83 დღის წინ, 2022 წლის 24 აპრილს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ორი ქვეყნის დელეგაციების შორის პირველი პირისპირ შეხვედრა 28 თებერვალს შედგა, ბოლო კი 29 მარტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]