weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი წარადგინეს

12:47 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან ალიანსში გაწევრიანების თაობაზე განაცხადები მიიღო. ღონისძიება დღეს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგა.

სტოლტენბერგის თქმით, ფინეთმა და შვედეთმა ისტორიული ნაბიჯი გადადგეს.

„ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში ეს კარგი დღეა. ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს თავისი გზა. თქვენ ორივემ გააკეთეთ თქვენი არჩევანი საფუძვლიანი დემოკრატიული პროცესების შემდეგ. მე მხურვალედ მივესალმები ფინეთისა და შვედეთის თხოვნას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ NATO-ს გაფართოება მნიშვნელოვანია.

ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე მიიღეს. განაცხადების წარდგენის შემდეგ, NATO-ში მათ გაწევრიანებას 30-ვე მოკავშირე სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]