ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის თავდაცის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა გააკეთა.
„მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებულმა „აზოვის“ ნაციონალისტური ქვედანაყოფის ბოევიკებმა და უკრაინელმა სამხედროებმა განაგრძეს ტყვედ ჩაბარება. გასული დღე-ღამის განმავლობაში 694 ბოევიკი ჩაბარდა, მათ შორის 29 დაჭრილია“, – განაცხადა კონაშენკოვმა.
მისივე თქმით, საერთო ჯამში, 16 მაისიდან 959 „ბოევიკი ჩაბარდათ“, რომელთაგან 80 დაჭრილია. იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ 51 დაჭრილს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება და ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. დანარჩენების ადგილსამყოფელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ არ ასახელებს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ გამოსული უკრაინელი სამხედროები სოფელ ეკენოვკაში მდებარე ყოფილ სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს. ელენოვკა დონეცკის ოლქის იმ ნაწილშია, რომელსაც რუსეთის და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები აკონტროლებენ.
ამ თემაზე:
გადარჩენის სხვა ფორმულა არ შეიძლება იყოს – უკრაინის თავდაცვის უწყება „აზოვსტალზე“