weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქარიშხალ „ირმას“ უკვე 45 ადამიანი ემსხვერპლა

16:15 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

ქარიშხალმა „ირმამ“ ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

ფოტოები ქარიშხალი „ირმას“ მიერ განადგურებული ზონიდან

ქარიშხალი ახლა ფლორიდის გავლით ვრცელდება ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინის შტატებზე, რა დროსაც იგი შესუსტდა და 12 სექტემბრიდან მიჩნეულია ე.წ. „ტროპიკულ დეპრესიად“, თუმცა მას მაინც საკმარისი ძალა აქვს მსხვერპლისა და ნგრევის გამოსაწვევად.

ოფიციალური ცნობებით, ქარიშხალმა „ირმამ“ სულ ცოტა, ორი ადამიანი შეიწირა ჯორჯიაში და ერთი - სამხრეთ კაროლინაში, ხოლო მანამდე - შვიდი ადამიანი ფლორიდის შტატში, სადაც ელექტრომომარაგების გარეშე 13 მილიონამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის ორი მესამედია დარჩენილი. კუბამ 12 სექტემბერს გამოაცხადა, რომ „ირმას“ ქვეყანაში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]