სამინისტრომ ხოდორკოვსკი უკრაინას დაუკავშირა, კასპაროვი – უკრაინას და ამერიკულ ორგანიზაციას, Human Rights Foundation-ს.
„კარგი რუსის პასპორტი“ მიღებულია“, – ასე გამოეხმაურა ხოდორკოვსკი მისთვის „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭებას.
ამჟამად მიხეილ ხოდორკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ხოლო გარი კასპაროვი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 27 თებერვალს, მათ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა „რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ დააფუძნეს.
რუსეთის ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ სიაში მხოლოდ იურიდიული პირები შეჰყავდა, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან კი ფიზიკური პირების დამატებაც დაიწყო. „უცხოელ აგენტთა“ სიაში დღეს რუსეთის 7 მოქალაქეა, მათ შორის ერთ-ერთი რეპერია.