weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

რუსეთმა ხოდორკოვსკი და კასპაროვი „უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადა

17:01 შაბათი, 21 მაისი 2022

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ, „პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისთვის“, ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი და მოჭადრაკე გარი კასპაროვი „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა.

სამინისტრომ ხოდორკოვსკი უკრაინას დაუკავშირა, კასპაროვი – უკრაინას და ამერიკულ ორგანიზაციას, Human Rights Foundation-ს.

„კარგი რუსის პასპორტი“ მიღებულია“, – ასე გამოეხმაურა ხოდორკოვსკი მისთვის „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭებას.

ამჟამად მიხეილ ხოდორკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ხოლო გარი კასპაროვი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 27 თებერვალს, მათ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა „რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ დააფუძნეს.

რუსეთის ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ სიაში მხოლოდ იურიდიული პირები შეჰყავდა, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან კი ფიზიკური პირების დამატებაც დაიწყო. „უცხოელ აგენტთა“ სიაში დღეს რუსეთის 7 მოქალაქეა, მათ შორის ერთ-ერთი რეპერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]