weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გაერო მიანმარს როჰინჯა მუსლიმების მიმართ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

10:04 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

გაეროს გენერალურმდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მიანმარის მუსლიმი როჰინჯების უმცირესობა "კატასტროფულ" ჰუმანიტარულ მდგომარეობაშია. გუტერეში ეთანხმება შეფასებას, რომ მიანმარის უშიშროების ძალები რახინშტატში როჰინჯების მიმართ ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ.

კითხვაზე, შეიძლება შეფასდეს თუ არა მიანმარში არსებული კრიზისი ეთნიკურ წმენდად, გაეროს გენერალურმა მდვანმა უპასუხა "როჰინჯების მესამედი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. შეგიძლიათ მოძებნოთ უკეთესი სიტყვა ამის აღსაწერად?"

"ბი ბი სის" ცნობით, გუტერეშმა მიანმარის ხელისუფლებას მოუწოდა, მუსლიმების მიმართ ძალადობას ბოლო მოუღოს.

მიანმარიდან მეზობელ ბანგლადეშში 380 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი გაიქცა მას შემდეგ, რაც უმეტესწილად ბუდისტებით დასახლებულ რახინის შტატში, აგვისტოში მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობამ იფეთქა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ეს რიცხვი გასულ კვირაში 125 000 იყო.

მიანმარს და მის ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის უცხოეთში როჰინჯების მიმართ პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აუნ სან სუ ჩი არ დაესწრება გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრას, რომელიც 19 სექტემბერს არის დანიშნული და სადაც როჰინჯა მუსლიმების საკითხი განიხილება.

გარდა ამისა, მიანმარმა დაგმო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის შეთავაზება იმის თაობაზე, რომ როჰინჯა მუსლიმებისადმი განხორციელებულ ქმედებებს "ეთნიკური წმენდა" ეწოდოს. მიანმარის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ უშიშროების ძალები მხოლოდ ამბოხებულებს ებრძვიან.

მიანმარის კანონმდებლობით როჰინჯები ეთნიკურ უმცირესობებად არ არიან აღიარებულნი.

 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]