weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ომის უახლოესი კვირები რთული იქნება – ზელენსკი

11:07 სამშაბათი, 24 მაისი 2022

„24 თებერვლიდან რუსეთის არმიამ 2275 სხვადასხვა რაკეტის გამოყენებით 1474 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, აბსოლუტური უმრავლესობა - სამოქალაქო ობიექტებზე. სამ თვეზე ნაკლებ დროში რუსული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მიერ 3000-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. სხვა რომელ ქვეყანას გაუძლია ასეთი მასშტაბის დარტყმებისთვის?“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, ახლა ყველაზე რთული ვითარება დონბასშია, სადაც რუსმა სამხედროებმა „ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს და ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი, რაც ცოცხალია“.

„რუსი ოკუპანტები ძალიან ცდილობენ აჩვენონ, რომ ვითომ არ დათმობენ ხარკოვის ოლქის მიტაცემულ რაიონებს, არ დათმობენ ხერსონს, ზაპოროჟიეს რეგიონისა და დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიას. სადღაც უტევენ, სადღაც რეზერვები მიჰყავთ, სადღაც პოზიციების გამყარებას ცდილობენ.

ომის უახლოესი კვირები რთული იქნება და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა გარდა ბრძოლისა – ბრძოლისა და გამარჯვებისა, ჩვენი მიწისა და ჩვენი ხალხის გათავისუფლებისა – რადგან დამპყრობლებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი, რაც გვაქვს, მათ შორის, სიცოცხლის უფლება უკრაინელებისთვის.

თუმცა, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის ჩვენ, თითოეულმა უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის მათაც, ვინც ფრონტის უკანა ხაზზეა. დაეხმარეთ ჯარს. დაიცავით ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელზედაც წვდომა გაქვთ, უცხოელ ჟურნალისტებთან, თუნდაც საზღვარგარეთ თქვენს მეგობრებთან და ნაცნობებთან კომუნიკაციით. ყველა ხმა მნიშვნელოვანია.

დღეს, ისევე როგორც ყოველ დღე, ვმუშაობდი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე. დავოსში ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ იმაზე, რომ უკრაინამ მეტი ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა მიიღოს. ჩვენი სახელმწიფოს ყველა დიპლომატისთვის კი აბსოლუტური პრიორიტეტია იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში სამი თვის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]