weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინაში ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

10:47 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

უნგრეთში, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნული რეჟიმი მთავრობას საშუალებას მოსცემს, ბრძანებები პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე მიიღოს.

საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ომმა და ბრიუსელის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დიდი ეკონომიკური ძვრები და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. უნგრეთი ამ ომში არ უნდა ჩაერიოს და საკუთარი ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამისთვის მთავრობას სჭირდება სივრცე მანევრირებისთვის და დაუყოვნებლივი მოქმედების უნარი“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, მთავრობის პირველი გადაწყვეტილებები დღეს გამოცხადდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი პარლამენტმა დაუჭირა, სადაც ორბანის პარტია უმრავლესობით არის წარმოდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]