weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ზღვის ქალები“ - კორეული ტრადიციული პროფესიის უკანასკნელი წარმომადგენლები

10:56 სამშაბათი, 03 იანვარი 2017

„ჰენიო“ (კორეულად: ზღვის ქალები) - ასე ეწოდება ტრადიციულ კორეულ პროფესიას, რომელსაც მხოლოდ მოხუცი კორეელი ქალები წარმოადგენენ. მათის საქმიანობა, რომელიც მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს, ოკეანის ცივ წყალში კალმარების, მოლუსკების, ზღვის კიტრის, ზღვის ზღარბებისა და სხვა საკვებად ვარგისი საშუალებების მოსაპოვებლად ყვინთვაა.

ქვეყნის სამხრეთით, კორეის სრუტის მახლობლად მცხოვრები ქალბატონების თქმით, ისინი ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც მკვდრების საქმიანობას ასრულებენ. ბევრი მათგანი 70 წელს გადაცილებულია, თუმცა ჟანგბადის ბალონის გარეშე ახერხებს 20 მეტრ სიღრმეზე ყვინთვას და სასურველი სარჩოს მოპოვებას.

ახალგაზრდა კორეელი ქალები ზღვისპირა საცხოვრებლებს დასაქმებისა და განათლების მიღების გამო რეგულარუად ტოვებენ, გამბედავი მოხუცი „ზღვის ქალები“ კი აღნიშნული საქმიანობის უკანასკნელი წარმომადგენლები არიან.

ნიუ იორკში მცხოვრებმა კორეელმა ფოტოგრაფმა მიჟუ კიმმა სარისკო პროფესიის მიმდევარი უშიშარი მოხუცი ქალბატონები ფოტოსესიაზე აღბეჭდა. მისი თქმით, ფოტოებზე მყვინთავი ქალების უძველესი მემკვიდრეობის უკანასკნელი თაობა დააფიქსირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]