weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი უკრაინელი სამხედროების გაცვლას მათი „გასამართლების“ შემდეგ განიხილავს

14:53 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022
ფოტოზე - დენის პროკოპენკო და სერგეი ვოლინა ფოტოზე - დენის პროკოპენკო და სერგეი ვოლინა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ტყვედ ჩაბარებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ტყვედ ჩაბარებულებს სათანადოდ გაასამართლებენ, განაჩენს გამოუტანენ. შემდეგ შეიძლება იყოს სხვა ნაბიჯები. მანამდე, გაცვლაზე ყველანაირი საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა რუდენკომ.

ტყვეების გაცვლის საკითხი აქტიურად განიხილება მას შემდეგ, რაც მარიუპოლის „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატში ბლოკირებული მებრძოლები, ორთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთის მხარეს ტყვედ ჩაბარდნენ. 20 მაისს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16-20 მაისს ჩათვლით, ტყვედ ჩაბარდა „აზოვის“ პოლკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების 2439 სამხედრო.

ტყვეებს შორის არიან უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკომენკო, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის დაცვის შეწყვეტის შესახებ ბრძანება სამხედრო ხელმძღვანელობისგან მიიღეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლის მცველები გაცვლის პროცედურით უნდა იყვნენ გათავისუფლებულნი.

 

ამ თემაზე:

„აზოვსტალის“ მებრძოლებს დონეცკში „საერთაშორისო ტრიბუნალს“ წარუდგენენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]