ოლაფ შოლცის თქმით, პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა NATO-ს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნების „ერთობა და ძალა“.
„მიზანი აბსოლუტურად ნათელია: პუტინს არ უნდა მიეცეს ამ ომში გამარჯვების საშუალება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ომს ვერ მოიგებს. საჭიროა პუტინმა ცხადად დაინახოს, რომ მშვიდობა დიქტატის პირობებით არ იქნება. ამას არ მიიღებს უკრაინა და არც ჩვენ“, – განაცხადა კანცლერმა.
როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, პუტინს სურს დაუბრუნდეს ისეთ მსოფლიო წესრიგს, სადაც უფრო ძლიერები წყვეტენ რა არის სწორი, სადაც თავისუფლება, სუვერენიტეტი და თვითგამორკვევა ყველასთვის არაა.
„ეს იმპერიალიზმია! ეს არის მცდელობა, ბომბებით დაგვაბრუნონ იმ დროში, როდესაც ომი პოლიტიკის ჩვეულებრივი საშუალება იყო და არ არსებობდა სტაბილური მსოფლიო წესრიგი ჩვენს კონტინენტსა და მსოფლიოში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისივე თქმით, ახლა წყდება საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის ბედი, რომელიც ორი კატასტროფული მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა რწმენით „აღარასოდეს!“. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ფსონი კვლავ მრავალმხრივ თანამშრომლობაზე უნდა დადოს.
ამ თემაზე:
ჩვენი ცივილიზაციის გადასარჩენად საუკეთესო გზა პუტინის დამარცხებაა – სოროსი