weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

უკრაინის სამხრეთში რუსეთის ჯარმა საწყობებიდან 50 წლის ტანკები მიიღო

11:21 პარასკევი, 27 მაისი 2022

რუსეთის შეიარაღებული ძალებმა, რომლებიც უკრაინის სამხრეთ ნაწილის ოკუპაციას აგრძელებენ, საწყობებში შენახული, 50 წლის წინანდელი T-62 ტანკები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„T-62-ები თითქმის დაუცველია ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი არსებობა ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდის“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მოძველებული რუსული ტანკების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ზაპოროჟიეს რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამაც. მათი ცნობით, T-62 ტანკების ეშელონი მელიტოპოლში 26 მაისს ჩავიდა: „როგორც ჩანს, რუსებმა ისინი მაინც ამოიღეს კონსერვაციიდან. ტანკები აღჭურვილია 115 მმ-იანი ქვემეხებით. საინტერესოა, როგორ დაიწვებიან ისინი ჯაველინებიდან და ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან (NLAW) სროლის შედეგად“.

დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 93-ე დღეა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს შეტევას ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მიმართულებით. პოპასნას მიდამოებში მდებარე პატარა სოფლები რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა. ამასთან, დაზვერვის მონაცემებით, უკრაინა კვლავ ინარჩუნებს მრავალ გამაგრებულ რაიონს, რაც ხელს უშლის რუსეთს, დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]