weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის 1500-მდე „სტინგერს“ შეიძენს

12:36 შაბათი, 28 მაისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ კომპანია Raytheon Technologies-სთან 624 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა Stinger-ის ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესაძენად.

„სტინგერები“ ერთ-ერთი ძირითადი იარაღია, რომელსაც აშშ უკრაინას აწვდის. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თებერვლიდან მოყოლებული აშშ-მა უკრაინაში დაახლოებით 1400 „სტინგერი“ გაგზავნა. ამ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს შეუძლიათ ჩამოაგდონ დრონები, დაბლა მფრინავი თვითმფრინავები და ვერტმფრენები. გადასატანი „სტინგერების“ მოქმედების მანძილი დაახლოებით ხუთი კილომეტრია.

Reuters-ის ცნობით, კონტრაქტი 1468-მდე „სტინგერის“ შეძენას ითვალისწინებს. აშშ-ის თავდაცვის უწყებისთვის მათი მიწოდების ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის, თუმცა მითითებულია, რომ პროცესს 30 თვემდე პერიოდი დასჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]