weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსეთში ფილმ „მატილდას“ რეჟისორის ადვოკატის მანქანა დაწვეს

14:30 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

რუსეთის გაერთიანებული კინოქსელის შემადგენელი კომპანიები - „სინემა-პარკი“ და ფორმულა კინო“ კინოეთატრებში არ გაუშვებენ ახალ რუსულ ისტორიულ ფილმს სათაურად „მატილდა“, რომლის რეჟისორსა და სცენარის ავტორ ალექსეი უჩიტელს რუსმა ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა ობსქტრუქცია მოუწყვეს და მისი ადვოკატის კუთვნილი ავტომობილი დაწვეს.

აღნიშნულმა კინოკომპანიებმა ფილმის დისტრიბუციაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორიული დრამის საჯარო ჩვენების მოწინააღმდეგებისგან უამრავი მუქარის წერილი მიიღეს.

+16 ასაკობრივი ცენზის მქონე ფილმი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და ბალერინა მატილდა კშესინსკას სასიყვარულო ურთიერთობაზეა, მანამდე სახელმწიფო დუმის ახალგაზრდა დეპუტატმა ნატალია პოკლონსკაიამ მკაცრად გააკრიტიკა. მისი აზრით, რომანოვების სამეფო სახლის შესახებ არსებული ფილმი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს, რასაც რუსეთში უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია იზიარებს.

ოფიციალური წყაროების თანახმად, პოლონელი ბალერინისა და ჯერ კიდევ უფლისწული ნიკოლოზის სასიყვარულო რომანი, მის მონარქად გახდომამდე და პრინცესა ალექსანდრასთან შეუღლებამდე 1890-1894 წლებში არსებობდა, თუმცა ფილმში ე.წ. სასიყვარულო სამკუთხედია ნაჩვენები, რის მიხედვითაც კორონაციის შემდეგ ნიკოლოზ II არათუ მეუღლის ერთგული იყო, როგორც ეს ოფიციალურ წყაროებშია, არამედ ორივე ქალთან აგრძელებდა ურთიერთობას.

ფილმ „მატილდას“ პრემიერა 26 ოქტომბერსაა დანიშნული. მასში მთავარ როლებს გერმანელი ლარს აიდინგერი და პოლონელი მიხალინა ოლშანსკა ასრულებენ. მაღალბიუჯეტიან რომანტიკულ დრამაში ასევე მონაწილეობენ: დანილა კოზლოვსკი, ლუიზ ვოლფრამი, ინგებორგა დაპკუნაიტე და სერგეი გარმაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]