weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

Newsweek: აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინმა აპრილში კიბოზე იმკურნალა

11:57 პარასკევი, 03 ივნისი 2022

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კიბოს შორს წასული ფორმა აქვს და აპრილში მკურნალობის კურსი ჩაიტარა. ამის შესხებ ამერიკული გამოცემა Newsweek აშშ-ის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მათი წყაროები გაეცნენ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებულ მეოთხე ანგარიშს, საიდანაც ირკვევა ისიც, რომ მარტში პუტინის მოკვლა სცადეს. ამის შესახებ მაისის ბოლოს უკრაინის დაზვერვაც იუწყებოდა.

Newsweek-ის რესპონდენტები აცხადებენ, რომ რუსეთის ლიდერის იზოლაცია დაზვერვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტად შეფასებას ურთულებს.

„რაც ვიცით, არის ის, რომ იქ აისბერგია, თუმცა ნისლითაა დაფარული... პუტინი ცალსახად ავადაა. მალე მოკვდება თუ არა, ეს უბრალოდ სპეკულაციაა“, – ამბობს დაზვერვის წარმომადგენელი.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, პუტინს ძლიერი ძალაუფლება აქვს, მაგრამ ის აბსოლუტური აღარ არის.

„მისი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში კრემლში არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური ბრძოლა. ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა“, – ამბობს დაზვერვის ერთ-ერთი უფროსი ოფიცერი Newsweek-თან.

ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინაში ომის ფონზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია პუტინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 29 მაისს, ფრანგულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ეს ინფორმაცია უარყო: „არ ვფიქრობ, რომ საღად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება იეჭვოს, რომ ამ კაცს დაავადების ან ავადმყოფობის რაიმე ნიშანი აქვს“, – განაცხადა ლავროვმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]